რეგისტრაცია

მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2026

28, მაისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენციაში BIOMED2026. კონფერენციის საკვანძო თემაა “ბიომედიცინის მეცნიერება და ინოვაცია ყველასათვის”. კონფერენცია ტრანსნაციონალური პროექტი BIOMED-ის კომპონენტია. კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, შეკვეთილში. მთავარი ორგანიზატორია რადიოლოგთა საზოგადოება, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ხელშეწყობით. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციაზე წარადგენს შემდეგ სამეცნიერო კვლევებს: *

„ექიმთა პროფესიული ავტონომიისა და პაციენტთა უფლებების ბალანსი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში“ - ირინე იმერლიშვილი *

„შესაბამისობიდან კონცენტრაციამდე - სამედიცინო განათლების აკრედიტაციის რისკებისა და სისტემური სისუსტეების ანალიზი“ - გიორგი ცხვედიანი, ალექსანდრა მიხაილიდი *

„შიდა თეძოს არტერიის ლიგირება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვაში“ - ჯემალ გოგიტიძე