მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის სპეციალობის მეექვსე კურსის სტუდენტებმა, სოფია სანდალოვამ და უღურ დალმა, უნივერსიტეტი ღირსეულად წარადგინეს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე – SIMC (Silesia International Medical Conference).
სტუდენტებმა ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის სესიაში წარადგინეს შემდეგი კვლევები:
„Ocular Adverse Effects Reporting with Semaglutide vs Tirzepatide in EudraVigilance“
„Neurological Adverse Event Reporting After HPV Vaccination: VAERS“
ორივე ნაშრომის აბსტრაქტი შეირჩა და გამოქვეყნდა კონფერენციის ოფიციალურ სამეცნიერო კრებულში, რაც ადასტურებს კვლევების აკადემიურ ღირებულებასა და შესაბამისობას თანამედროვე სამედიცინო მეცნიერების აქტუალურ საკითხებთან. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილმა კვლევათაგან ერთ-ერთმა საერთაშორისო სამეცნიერო ჟიურის შეფასებით მესამე ადგილი მოიპოვა, რაც კვლევის მაღალი ხარისხის, მისი სამეცნიერო მნიშვნელობისა და სტუდენტთა კვლევითი საქმიანობის საერთაშორისო დონეზე აღიარების მნიშვნელოვანი დასტურია.
ვულოცავთ სოფია სანდალოვასა და უღურ დალს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას.