ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 26–27 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების და დაცვის პრობლემატიკა საქართველოში“.
ღონისძიება გააერთიანებს სამედიცინო ფიზიკის, რადიაციული უსაფრთხოების, დიაგნოსტიკური რადიოლოგიის, რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სფეროში მოღვაწე ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებს, მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს.
კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ და აკადემიურ პლატფორმას თანამედროვე მედიცინაში რადიაციული უსაფრთხოების, სამედიცინო ფიზიკოსების როლის, ინოვაციური ტექნოლოგიების, განათლებისა და კვლევების განვითარების აქტუალური საკითხების განსახილველად. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უახლესი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილება პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების, დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურების ოპტიმიზაციის, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით.
Კონფერენცია მხარდაჭრილია: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, სამედიცინო ფიზიკისა და რადიაციული დაცვის ასოციაციისა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ. Ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 საკონფერენციო დარბაზი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33