ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტები ასიდა ანანიძე და ნათია ბარამიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უმაღლესი განათლების საერთაშორისო სამიტს - QS Higher Education Summit: Europe 2026 - დაესწრნენ. სამიტი უმაღლესი განათლების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკის შემქმნელებსა და განათლების სფეროს ლიდერებს აერთიანებს უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად.
სამიტის ფარგლებში განხილული იყო უმაღლესი განათლების სისტემების საერთაშორისო ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის, ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის, ასევე ციფრული და მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი საკითხები. მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობაბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და ხელი შეუწყოს ინსტიტუციური განვითარების პროცესს.