რეგისტრაცია

სასკოლო ოლიმპიადა 2026

29, ივნისი 2026

26 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით წარმატებით დასრულდა „სასკოლო ოლიმპიადა 2026“, რომელიც მოიცავდა საბუნებისმეტყველო მიმართულების ოთხ საგანში მომზადებულ საგნობრივ ტესტებს: ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და მათემატიკაში. ოლიმპიადა ორ სესიად ჩატარდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს მაღალი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის. გამარჯვებულების ვინაობა და დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.