ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ვიცე-დეკანი, ჰატიჯე ფალთა, იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, განხილულ იქნა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები სამედიცინო განათლების, კლინიკური სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავდა ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ტურს, რომლის ფარგლებში მასპინძლებმა წარმოადგინეს კლინიკური და სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სიმულაციური ცენტრები და სამედიცინო მომსახურების ორგანიზების მოდელი. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შორეული აღმოსავლეთის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაღრმავება.
ხსენებულ კონტექსტში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პროფესიული ინიციატივების განვითარების მიმართულებით.