ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პარიჩეჰრ თაჰმასები რაკი მონაწილეობდა საქართველოს რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშორისო კონგრესში - GREA 2026: Challenges in Reproductive Endocrinology: Where Science Meets Clinical Excellence, რომელიც 2026 წლის 14 ივნისს, Radisson Blu Iveria-ში გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა სპიკერთა კონკურსში პარიჩეჰრ თაჰმასები რაკი გამარჯვებულთა შორის დასახელდა, რაც ახალგაზრდა მკვლევრებისთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ აღიარებას წარმოადგენს. კონკურსის პოსტერული პრეზენტაციების სესიაზე მან წარადგინა საკუთარი სამეცნიერო ნაშრომი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ექიმ ნატალია დოროფეევას, ხელმძღვანელობით.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მათი აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერას.