ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტმა (ბათუმი) BAU Sim Games 2026-ის მეორე დღე მონაწილე გუნდებთან, ინსტრუქტორებთან, მენტორებთან და საორგანიზაციო ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრით დაასრულა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს შეჯიბრის შედეგები, მიიღეს პროფესიული უკუკავშირი და ერთმანეთს გაუზიარეს ღონისძიების განმავლობაში მიღებული გამოცდილება. ღონისძიება გაგრძელდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიით, სადაც გამოვლინდა BAU Sim Games 2026-ის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები.
გამარჯვებულებს პროფესიული ცოდნის, კლინიკური უნარებისა და ეფექტური გუნდური მუშაობისთვის თასები და სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელ გუნდს American Heart Association (AHA)-ის საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგის ვაუჩერი გადაეცა, რომლის ფარგლებში ისინი საქართველოში მოქმედ ავტორიზებულ საერთაშორისო ტრენინგ ცენტრში სასწავლო პროგრამას გაივლიან. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მენტორსა და ინსტრუქტორს BAU Sim Games 2026-ში აქტიური ჩართულობისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის.