რეგისტრაცია

საერთაშორისო მობილობის პროგრამა

17, ივლისი 2026

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას შორეული აღმოსავლეთის რეგიონში. უნივერსიტეტის აკადემიური სტაფის წარმომადგენლები - ასისტენტ-პროფესორი ნათია ხარატი და პროფესორი მარიო განაუ იმყოფებიან სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში.

ვიზიტი მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, ასევე უახლესი საგანმანათლებლო და კლინიკური მიდგომების გაცნობასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას. მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ ტრენინგების სესიებში, ეცნობიან ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას, ასევე კორეელ კოლეგებთან ერთად ჩართული არიან კლინიკურ საქმიანობაში.

ინსტიტუციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს გრძელვადიანი აკადემიური პარტნიორობის განვითარებას, საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობების გაფართოებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ქსელებში აქტიურ ინტეგრაციას.