რეგისტრაცია

კლინიკური პრატიკის პროგრამა

30, ივლისი 2026

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის V კურსის სტუდენტი, მარიამ დავითაძე, ამჟამად იმყოფება სამხრეთ კორეაში, სადაც მონაწილეობას იღებს კლინიკური პრატიკის პროგრამაში. მობილობის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და მკურნალობის უახლეს მიდგომებს.

ამავდროულად, იგი პრაქტიკულ გამოცდილებას იძენს მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საქმიანობის, კლინიკური პროცესების ორგანიზებისა და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის მოდელის ფუნქციონირების მიმართულებით. სამხრეთ კორეის წამყვან სამედიცინო ინსტიტუციასთან თანამშრომლობა წარმოადგენს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვან მიმართულებას.

შორეული აღმოსავლეთის რეგიონში ოპერირებად ინსტიტუციებთან პარტნიორობის გაღრმავება ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, აგრეთვე, სტუდენტებისთვის საერთაშორისო პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.