მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ჯანდაცვის სფეროში.
სკოლის ამოცანებია:
სკოლა არის ძირითადი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლებას მედიცინისა და სტომატოლოგიის სპეციალობებში და ანიჭებს მათ შესაბამის კვალიფიკაციას. სკოლის მმართველი ორგანოებია სკოლის საბჭო და დეკანი.
სკოლის საბჭო არის სკოლის მმართველი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო, რომელიც მოიცავს სკოლის დეკანს, სკოლის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს. სკოლის საბჭო:

მედიცინა არის სფერო, რომელიც მუდმივად და სწრაფად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები, ბევრი რამ ჯერ კიდევ გაუხსნელი რჩება. თითოეული ადამიანის სხეული უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.
უნდა აღვნიშნო, რომ მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტივი რაღაცები არ შეიძლება იყოს საინტერესო ამავე დროს. საინტერესო დაკავშირებულია სირთულესთან და სიძნელესთან. თუ თქვენ არ ირჩევთ მარტივ გზებს, თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, თუ ყოველთვის ეძებთ ინოვაციებს და ამოცანებს, თუ შრომისმოყვარე ინდივიდი ხართ და მეტიც, თუ გიყვართ ადამიანები, ამ შემთხვევაში მედიცინა არის ის სფერო, სადაც შეძლებთ საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას.
ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი, მათი დახმარება და იმის შეგრძნება, რომ შეგიძლია შეცვალო ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ, მოუტანო ბედნიერება არა ერთ, არამედ ბევრ ადამიანს ვიღაცის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენით - ნიშნავს, რომ თქვენ ექიმად დაიბადეთ.
ბათუმის BAU საერთაშორისო უნივერსიტეტი მიესალმება ასეთ სტუდენტებს. თავად უნივერსიტეტი ქმნის ყველა პირობას იმისთვის, რომ წაახალისოს თქვენი პროფესიონალად გახდომა.
საუკეთესო სურვილებით,
პროფ. ლეილა ახვლედიანი
მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანი