BAU

ექსპო-მედ ბათუმი 2016

14, აპრილი 2016

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 14-16 აპრილს ქ.ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართება „სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის“ პირველი საერთაშორისო გამოფენა "EXPOMED BATUMI 2016", რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.

გამოფენაში მონაწილეობას "ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიც" ღებულობს. საერთაშორისო გამოფენაზე მოწვეული იქნება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, მოხდება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები.