რეგისტრაცია

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

09, სექტემბერი 2025

 

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე. 

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა 

საუნივერსიტეტო გამოცდის სახეობა: 

  • ესსე საგანმანათლებლო პრობლემაზე 
  • ინგლისური ენის ტესტირება (50%) 
  • გასაუბრება (25%) 

მინიჭებული აკადემიური ხარისხი: 

განათლების ადმინისტრირების მაგისტრი 

მოკლე აღწერილობა:
პროგრამა ორი წლის განმავლობაში (120 ECTS) ამზადებს განათლების სისტემის ადმინისტრატორებსა და ლიდერებს. სტუდენტები ეუფლებიან საგანმანათლებლო პოლიტიკის ანალიზს, ინსტიტუციური მენეჯმენტის პრაქტიკულ უნარებს, კვლევის მეთოდებსა და განათლების პროცესის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება AI-ისა და ციფრული პლატფორმების გამოყენებაზე საგანმანათლებლო ადმინისტრირებაში. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: 

  • საქართველოს მოქალაქეებისთვის — საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება. 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის — ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი (NAEC-ის აღიარებით). 
  • მისაღებია ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები ნებისმიერი მიმართულებიდან. 

დასაქმების შესაძლებლობები: 

  • განათლების სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები 
  • საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები 
  • საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტები და NGO-ები 
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციები 

იღების პროცესი და ვადები 

მიღების პროცესი:
საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს მოეთხოვება: 


ინგლისური ენის ტესტირება (50%) – მიზანი: B2 დონის კომპეტენციის დადგენა.
გასაუბრება (25%) – მიზანი: კანდიდატის მოტივაციის, პროფესიული მიზნებისა და მზაობის შეფასება. 

ვადები: 

  • საბუთების მიღება: 9–25 სექტემბერი, 2025 
  • ესსესა და პორტფოლიოს შეფასება: 26 სექტემბერი, 2025 
  • ინგლისური ენის გამოცდა და გასაუბრება: 26 სექტემბერი, 2025 
  • შედეგების გამოქვეყნება: 27 სექტემბერი, 2025 
  • აპელაციები: 29 სექტემბერი, 2025 
  • საბოლოო სია: 30 სექტემბერი, 2025 
  • ფინანსური რეგისტრაცია: 1–3 ოქტომბერი, 2025 
  • აკადემიური რეგისტრაცია: 6–10 ოქტომბერი, 2025 
  • სწავლების დაწყება: 13 ოქტომბერი, 2025 

 

საბუთების წარდგენის წესი და ჩამონათვალი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 9 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
კანდიდატებს შეუძლიათ: 

  • ელექტრონულად – დოკუმენტები გაგზავნონ ელ.ფოსტაზე: admissions@bauinternational.edu.ge 
  • მატერიალურად – წარადგინონ უნივერსიტეტის მისამართზე: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237 
  •  

წარმოსადგენი დოკუმენტაცია 

  • განცხადება  
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
  • არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან უფლებამოსილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  მინიჭების შესახებ. 
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის); 
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია; 
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი (ამონაბეჭდი საიტიდან - www.naec.ge); 
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები (ამონაბეჭდი საიტიდან - www.naec.ge); 
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore (არსებობის შემთხვევაში).  
  • ესსე, კანდიდატისთვის საინტერესო საგანმანათლებლო პრობლემის შესახებ, რომელიც წარმოაჩენს კანდიდატის საგანმანათლებლო სფეროს ხედვას, კრიტიკული აზროვნებას, პრობლემის იდენტიფიცირების უნარსა და დარგის განვითარების მოტივაციის ხედვას. (ესსეს წარმოდგენისგან შეიძლება განთავისუფლდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენც რეფერირებულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას განათლების ან განათლების ადმინისტრირების პრობლემატიკაზე). 
  • СV ან/და პორტფოლიო, რომელიც ასახავს კანდიდატის გამოცდილებას განათლების ან სხვა პროფესიულ დარგში, მის საზოგადოებრივი საქმიანობას, განათლებასა და პროფესიული განვითარების აქტივობებს. 
  •  

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გრანტი 

სამაგისტრო საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტებიდან საუკეთესო შეფასებების მქონე მაგისტრანტების 20% ისარგებლებს 100%იანი საუნივერსიტეტო დაფინანსებით სწავლის პირველ სემესტრში.  

შემდგომ სემესტრში დაფინანსების შესანარჩუნებლად აუცილებელია სემესტრული მოსწრების მაჩვენებელი GPA) შეადგენდეს 4.0 (91 ან მეტი ქულა სემესტრული საგნების საშუალო არითმეტიკულით). 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში: 

ესსეს შეფასების რუბრიკა 

პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა 

გასაუბრების შეფასების რუბრიკა