რეგისტრაცია

შეხვედრა თემაზე - „სწავლა და ცხოვრება ახალ კულტურულ სივრცეში“.

11, სექტემბერი 2025

29 სექტემბერს, 13:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას ჩაატარებს აკადემიური თერაპევტი და ფსიქოლოგი მარიამ სოხაძე თემაზე - „სწავლა და ცხოვრება ახალ კულტურულ სივრცეში“.

 

მარიამ სოხაძე ფსიქოლოგიის ბაკალავრი და ბავშვთა და მოზარდთა შეფასებისა და ფსიქოკონსულტირების მაგისტრია. იგი მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების სპეციალისტად. მისი პროფესიული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, როგორიცაა მრავალფეროვან კულტურულ გარემოში სტუდენტთა ადაპტაცია, ემოციური გამოწვევების დაძლევა და აკადემიურ-სოციალური ცხოვრების ბალანსი.

 

შეხვედრაზე ისაუბრებს უცხო ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისას წარმოქმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებზე, კულტურული შოკის დაძლევის გზებზე და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებზე.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისთვის.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ბაუ ბათუმის სტუდენტთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/46hU0tA