რეგისტრაცია

კონკურსი მედიცინის პროგრამის მიმართულებით აკადემიური პერსონალისათვის

28, იანვარი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

აცხადებს აკადემიურ კონკურსს მედიცინის პროგრამის მიმართულებით აკადემიური პერსონალისათვის.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

სამუშაო ადგილი:

ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237

საკონკურსო პოზიციები:

სამედიცინო მიმართულებით:

  • პროფესორი - 3
  • ასოცირებული პროფესორი - 3
  • ასისტენტ-პროფესორი - 4
  • ასისტენტი - 2

არასამდეიცინო მიმართულებით:

  • პროფესორი - 1
  • ასოცირებული პროფესორი - 1
  • ასისტენტ-პროფესორი - 1

ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - A კატეგორიის აფილირებული აკადემიური წევრებისთვის:

  • პროფესორი - 4337 ლარიდან
  • ასოცირებული პროფესორი - 3699 ლარიდან
  • ასისტენტ-პროფესორი - 3061 ლარიდან
  • ასისტენტი: 2423 ლარიდან

სამუშაო განაკვეთი

აკადემიური პერსონალის დატვირთვის კატეგორიებია:

ა) A კატეგორია - სრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს სააუდიტორიო (საკონტაქტო -სასწავლო), არასაკონტაქტო (კვლევითი) და საოფისე (საკონტაქტო ადმინისტრაციული) სამუშაოს შესრულებას აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.

ბ) B კატეგორია - არასრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს ძირითადად საკონტაქტო - სასწავლო აკადემიური საათებს და მცირე ოდენობით არასაკონტაქტო - კვლევითი მუშაობის, საგამოცდო საკითხების მომზადების, გამოცდების ზედამხედველობის, წინარე და გამოცდისშემდგომი კონსულტირების შესრულების სამუშაოს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.

გ) C კატეგორია - არასრული დატვირთვა, რომელიც გულისხმობს საკონტაქტო - სასწავლო საათების, საგამოცდო საკითხების მომზადების, გამოცდების ზედამხედველობის, წინარე და გამოცდისშემდგომი კონსულტირებას არააფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.

A და B კატეგორიის არჩევა შეუძლია უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.

C კატეგორიის არჩევა შეუძლია უნივერსიტეტის არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს.

კატეგორიების სამუშაო დატვირთვა და მისი ანაზღაურება დეტალურად მიმოხილულია აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესში (დანართი 1).

კონკურსის მიმდინარეობა:

  • საბუთების მიღება - 01.03.2026 – 06.03.2026
  • გასაუბრება - 11.03.2026 - 13.03.2026
  • იმიტირებული ლექცია - 16.03.2026 - 18.03.2026
  • აპელაციის წარდგენა - 19.03.2026 – 20.03.2026
  • კანდიდატების შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება - არაუგვიანეს 31.03.2026

აკადემიური პოზიციის კრიტერიუმები:

პროფესორი

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  2. არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით;
  3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
  4. გააჩნია საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
  5. სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. სასურველია, პროფესორის სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსი (h ინდექსი) შეადგენდეს არანაკლებ 3-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით);
  6. სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება
  7. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით
  8. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად

ასოცირებული პროფესორი

  1. დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  2. არანაკლებ 3 (სამი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით.
  3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
  4. საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/კომპონენტის ან/და საუნივერსიტეტო კვლევის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
  5. გააჩნია სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტების განხორციელების გამოცდილება
  6. სამეცნიერო საქმიანობა დასტურდება შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იმ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციებით, მოხსენებებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და სასურველია, მისი სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექცი (h ინდექსი) შეადგენდეს არანაკლებ 2-ს (Google Scholar საძიებო სისტემის მონაცემებით);
  7. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულები
  8. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

ასისტენტ-პროფესორი

  1. დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
  2. არანაკლებ 3 (სამი) წლიანი მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მიმართულებით.
  3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 3 (სამი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება
  4. სასწავლო კურს(ებ)ის შემუშავების ან/და განხორციელების გამოცდილება ან/და სასწავლო კურსის განვითარების ხედვა;
  5. გააჩნია შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე
  6. აქტიურადაა ჩართული კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, შესაბამისი მიმართულებით ან/და სწავლების მეთოდების მიმართულებით
  7. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად).

ასისტენტი

  1. არის შესაბამისი მიმართულების დოქტორანტი
  2. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 3 (სამი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
  3. გააჩნია შესაბამისი საკონკურსო მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეფერირებად ჟურნალ(ებ)ში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან /და მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე
  4. ფლობს ინგლისურ ენას სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2 დონეზე უცხო ენაში კვალიფიკაციის ევროპული ჩარჩოს შესაბამისად)

წარსადგენი დოკუმენტაციის სია:

  1. კონკურსში მონაწილეობის განაცხადი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი
  3. სააპლიკაციო ფორმა
  4. 2 (ორი) ფოტოსურათი, ზომით 3X4 ან/და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
  5. უმაღლესი განათლებისა და შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის (დოქტორთან გათანაბრებული/დოქტორი) დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი
  6. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების/ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დარგში ან/და მიმართულებაში ან/და სწავლების მეთოდებში მის მიერ არჩეული ვაკანტური მიმართულების შესაბამისად
  7. სასწავლო კურსის სილაბუსი ან სილაბუსის გეგმა, იმ სასწავლო კურსისთვის, რომლის წაყვანასაც გეგმავს კონკურსანტი სასწავლო უნივერსიტეტში
  8. გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი, (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათისა). შესაბამისი ჟურნალისა და პუბლიკაციის/აბსტრაქტის ბმულების მითითებით. ბეჭდვითი ჟურნალის შემთხვევაში, წარმოსადგენია ჟურნალის პირველი გვერდისა და სარჩევის ქსეროასლი, ასევე ინფორმაცია ჟურნალის რეფერენტების/იმპაქტ ფაქტორის შესახებ;
  9. მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე - ბმულის მითითებით (ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაუმეტეს ათისა)
  10. საკონკურსო მიმართულების შესაბამისი, ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი. ბეჭდური ჯურნალის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ჟურნალის პირველი გვერდისა და ტექსტის ქსეროასლი. პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, არმოდგენილი უნდა იყოს იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ხოლო სხვა აკადემიური თანამდებობებისთვის - რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული პუბლიკაცია;
  11. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არარსებობის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით:

  1. საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
  2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების დამადასტურებული დოკუმენტი
  3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 9 (ცხრა) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
  5. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე არასამედიცინო მიმართულებით:

  1. საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
  2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის სტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი
  3. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში)
  4. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით:

  1. საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/ კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
  2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისარანაკლებ 3 წლის გამოცდილების დამადასტურებული დოკუმენტი
  3. კლინიკური დისციპლინებისათვის - საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 5 (ხუთი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
  5. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ.

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე არასამედიცნო მიმართულებით:

  1. საუნივერსიტეტო კვლევის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/ კომპონენტის განვითარების კონცეპტუალური ხედვა
  2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟის დამადასტურებული დოკუმენტი;
  3. დაფინანსებული სამეცნიერო ან სხვა სახის პროექტი/ები (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
  4. ინფორმაცია აპლიკანტის სამეცნიერო ციტირების ინდექსის შესახებ.

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით:

  1. საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 3 (სამი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. ინფორმაცია კლინიკური საქმიანობისას პაციენტების რაოდენობის შესახებ, წინა კალენდარული წლის, ან წინა წლის 3 თვის მონაცემებით.

დამატებითი დოკუმენტაციის სია აპლიკანტებისათვის ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე სამედიცინო მიმართულებით:

  1. ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამის სტუდენტის სტატუსის შესახებ, პროგრამის ან/და კვლევის მიმართულების მითითებით
  2. საკონკურსო მიმართულების შესაბამისი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი და ბოლო 3 (სამი) წელი კლინიკური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი - კლინიკური დისციპლინებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ მოგვაწოდეთ ზემოთხსენებული დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@bauinternational.edu.ge

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე: 568770007

ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 6 მარტისა.

გისურვებთ წარმატებებს!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Syllabus Template
აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესი
აკადემიური პერსონალის არჩევის წესი
აფილირების შეთანხმება
განცხადების ფორმა