რეგისტრაცია

ტრენინგი Horizon Europe-ის დაფინანსების შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადის მომზადების შესახებ

24, თებერვალი 2026

28 თებერვალს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ტრენინგი Horizon Europe-ის დაფინანსების შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანი საგრანტო განაცხადის მომზადების შესახებ. ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ალექსანდრა მიხაილიდი.

ტრენინგი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და მიზნად ისახავს მონაწილეების გაძლიერებას საერთაშორისო საგრანტო საქმიანობის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება:

* Horizon Europe-ის სტრუქტურა და უნივერსიტეტისთვის რელევანტური დაფინანსების სქემები

* საერთაშორისო პარტნიორობის ფორმირების პრაქტიკული გზები

* საბიუჯეტო დაგეგმვის ძირითადი პრინციპები

* განაცხადის სტრუქტურირება Excellence - Impact - Implementation ლოგიკის შესაბამისად ტრენინგი გაიმართება ინტერაქტიულ ფორმატში.

მონაწილეები იმუშავებენ EU Funding & Tenders Portal-ზე, ისწავლიან შესაბამისი კონკურსების იდენტიფიცირებას, პარტნიორების მოძიების სტრატეგიებსა და პროექტის იდეის ეფექტიან ფორმირებას. თარიღი: 28 თებერვალი დრო: 14:00 - 17:00 ადგილი: ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საკონფერენციო ოთახი, II სართული.

გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/4qYXaLh