ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოწვევით დაესწრო იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას. ღონისძიება საზეიმოდ გაიხსნა საქართველოსა და იაპონიის სახელმწიფო ჰიმნებით.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ. მიღებას 250-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას.
ინსტიტუციის პრიორიტეტია იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით აკადემიური და ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარება, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.