რეგისტრაცია

მსოფლიო ტუბერკულოზის დღე

24, მარტი 2026

24 მარტს, მსოფლიო ტუბერკულოზის დღის აღსანიშნავად, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ ჯანდაცვის პრობლემას - ტუბერკულოზს.

აღნიშნული დღე ყოველწლიურად აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ტუბერკულოზის პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებში ტუბერკულოზის შესახებ ცოდნის გაღრმავება, დაავადების გავრცელების მექანიზმების უკეთ გააზრება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ინიციატივა ასევე ემსახურებოდა სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და მათი როლის გამოკვეთას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ცნობიერების გავრცელების მიმართულებით. კამპანიის ფარგლებში, საუნივერსიტეტო კლუბების ინიციატივით მომზადდა საინფორმაციო ბანერები, რომლებიც განთავსდა უნივერსიტეტის სივრცეში. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო საჯარო დისკუსია, რომელიც ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. განხილულ იქნა ტუბერკულოზის გავრცელება, მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, პრევენციის სტრატეგიები და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები.