რეგისტრაცია

მსოფლიო ღრძილების ჯანმრთელობის დღე

13, მაისი 2026

11 მაისს, მსოფლიო ღრძილების ჯანმრთელობის დღის ფარგლებში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიება, რომლის მიზანსაც პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში, პროფესორმა ნინო ჩემინავამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „Oral-Systemic Connection: Why Gum Health Matters“, სადაც განხილული იყო ღრძილების ჯანმრთელობის გავლენა ზოგად ჯანმრთელობაზე, თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებული კლინიკური ასპექტები და პრევენციული მედიცინის მნიშვნელობა. ლექციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ უფასო სტომატოლოგიური შემოწმებით. პრაქტიკული ნაწილი განხორციელდა უფროსკურსელი სტუდენტების ჩართულობით, რომლებიც პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ ატარებდნენ სტომატოლოგიურ შემოწმებებს. ღონისძიების ფარგლებში, უფასო სტომატოლოგიური შემოწმებით ისარგებლა 50-მდე სტუდენტმა. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.