რეგისტრაცია

აკადემიური პერსონალის მობილობა

19, მაისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გულნარა აბაშიძე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ლიეტუვაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში ‘’Locally Engaged, Globally Connected.

მობილობის ფარგლებში ქალბატონმა გულნარამ მასპინძელ უნივერსიტეტში ჩაატარა ლექციები თემაზე - პირველადი ჯანდაცვის ორგანიზება და საოჯახო ექიმების გადამზადების პროგრამები საქართველოში. ვიზიტი აგრეთვე მოიცავდა ოფიციალურ შეხვედრას საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის დირექტორთან, პროფესორ ლეონას ვალიუსთან. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელებაზე, ასევე აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

Erasmus+ პროგრამა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ხსენებულ კონტექსტში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.