ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში BIOMED2026, რომელიც 2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით შეკვეთილში გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა იყო „ბიომედიცინის მეცნიერება და ინოვაცია ყველასათვის“, რომელმაც სხვადასხვა სფეროს მეცნიერები, მკვლევრები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად გააერთიანა.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კონფერენციაზე წარადგინა შემდეგი სამეცნიერო კვლევები:
„ექიმთა პროფესიული ავტონომიისა და პაციენტთა უფლებების ბალანსი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში“ – ირინე იმერლიშვილი;
„შესაბამისობიდან კონცენტრაციამდე – სამედიცინო განათლების აკრედიტაციის რისკებისა და სისტემური სისუსტეების ანალიზი“ – გიორგი ცხვედიანი, ალექსანდრა მიხაილიდი;
„შიდა თეძოს არტერიის ლიგირება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვაში“ – ჯემალ გოგიტიძე.
კონფერენციის ფარგლებში ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაეცა მოდერატორი ორგანიზაციის სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და ბიომედიცინის სფეროში აკადემიური ინიციატივების ხელშეწყობაში.