რეგისტრაცია

კლინიკური პრაქტიკა იტალიაში

17, ივნისი 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის მედიცინის პროგრამის VI კურსის სტუდენტები თეკლა დარჯანია და მაგდა დანელია 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში კლინიკური პრაქტიკის მიზნით იმყოფებოდნენ იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტში.

პრაქტიკის პერიოდში სტუდენტები საქმიანობას ახორციელებდნენ ინტენსიური თერაპიის, პულმონოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტებში, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლინიკურ და საგანმანათლებლო აქტივობაში. საერთაშორისო კლინიკური მობილობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მომავალი ექიმებისთვის, მიიღონ მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული კომპეტენციები და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების მუშაობის სპეციფიკას.